ჰოლისტური ფსიქოთერაპია

მე ვარ ელენე კვერნაძე - ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი/ფსიქოთერაპევტი. განათლება მაქვს მიღებული ამერიკაში - კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში და პრაქტიკა მაქვს გავლილი ჯანმრთელობის ორ სხვადასხვა ინტეგრირებულ ცენტრში.  ამ ეტაპზე, ვმუშაობ 18-45 წლის ასაკის ადამიანებთან, რომლებსაც სხვადასხვა ტრავმის, ცხოვრებისეული გამოცდილებების, ურთიერთობების, გარემოებრივი ფაქტორების, შინაგანი განწყობის, ჩვევების თუ სტრესის ფონზე, შესაძლოა, ჩამოუყალიბდათ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (როგორებიცაა: შფოთვა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესი, კვებითი აშლილობები და ა.შ.).  ჩემი მიზანია, ვიყო თქვენი თანამგზავრი თვითგამორკვევისა და გამთლიანების გზაზე.


    მსოფლმხედველობა/ თეორიული ორიენტაცია

    ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური

    მჯერა, რომ თვითრეალიზებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ, ზოგჯერ გარკვეული ფაქტორები ხელს გვიშლიან ამ პროცესში. შესაბამისად, ჩვენი ე.წ. “პრობლემები” ხშირ შემთხვევაში არის ამ დაბრკოლებებთან გამკლავების უშედეგო მცდელობები და არა ტვინში არსებული პათოლოგიები. შენ არ ხარ პრობლემა, თავად პრობლემა არის პრობლემა.

    ჰოლისტური / ინტეგრირებული

    ადამიანი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირეული ნაწილების ერთობას. ჩვენს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ თუ სულიერ მდგომარეობას ერთობლივად აქვს გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და მნიშვნელოვანია, ჰოლისტურად (მთლიანად) მოხდეს ჩვენი მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შემუშავდეს მკურნალობის ანუ “გამთლიანების” გეგმა. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ვაკეთებთ სხვა სპეციალისტების (მაგ. ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის, ა.შ.) ინტეგრირებას, რათა ჰოლისტურად და ძირიანად გადავჭრათ არსებული პრობლემა და, ასევე, ვიმუშაოთ სხვა პრობლემების პრევენციაზე.

    ევოლუციურ განვითარებაზე დაფუძნებული

    ადამიანის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესის 99% ჩვენ სრულიად განსხვავებულ გარემოსა და ვითარებაში ვცხოვრობდით. ლოგიკურია იმის დაშვება, რომ ჩვენმა გარემომ დიდი გავლენა იქონია ჩვენი სხეულისა თუ ტვინის “სისტემების” და ფუნქციონალურობის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი დღევანდელი გარემო/ცხოვრების წესი იმას, თუ რა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, როდესაც ვცდილობთ პრობლემის ძირიანად აღმოფხვრას.

    ეკლექტური

    კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქოთერაპიის ეფექტურობას განაპირობებს არა რომელიმე კონკრეტული მეთოდოლოგია, არამედ ისეთი უნივერსალური ფაქტორები, როგორებიცაა: თერაპევტისა და მასთან მისული ადამიანის ურთიერთობა (ე.წ. თერაპიული ალიანსი), მათ შორის არსებული ნდობა, ადამიანის რწმენა, რომ თერაპია დადებით შედეგს გამოიღებს და თერაპიის პროცესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება. შესაბამისად, მე არ ვიყენებ მხოლოდ ერთ მეთოდოლოგიას, არამედ ვაწარმოებ ეკლექტურ თერაპიას, რომელიც კონკრეტული ადამიანისა და პრობლემის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული.

    რა თეორიებს/ მეთოდოლოგიებს ვიყენებ?

    • ინტეგრირებული/ ჰოლისტური ზრუნვა (Integrative/holistic care)
    • კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT)
    • ნარატიული თერაპია (narrative therapy)
    • ჯანმრთელობის ფსიქოლოგია (health psychology)
    • ფსიქოგანმანათლებებელი (psychoeducation)
    • ქცევითი თერაპია (behavioral therapy)
    • იოგა/მაინდფულნესი (yoga/mindfulness)
    • ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული (strengths - based)
    • გაძლიერებაზე ორიენტირებული (Empowerment)
    • გამოსავალზე ორიენტირებული (Solution focused)
    • ფსიქოდინამიკური (psychodynamic)
    • ეგზისტენციალური (existential therapy)
    • ქორწინებისა და ოჯახური თერაპია (marriage and family therapy)
    • ინტერპერსონალური პროცესი (interpersonal process)
    • სისტემური თეორია (systems theory)
    • ტრავმაზე ორიენტირებული ზრუნვა (Trauma Informed Care)
    • ეკოლოგიური პერსპექტივა (ecological perspective)
    • ოტივაციური გასაუბრება (Motivational interviewing)
    • ღირებულებებზე დაფუძნებული (Values-based)
    • დიალექტიკური ქცევითი თერაპია (DBT)

    YOUR CART (0)

    No Products in the Cart